სასწავლო პროგრამა - კომერციულ ბანკებსა
და სხვა დაწესებულებებში ნაღდ ფულთან მომუშავე პირთათვის.
(ლარი, დოლარი, ევრო, რუბლი, ფრანკი, სტერლინგი)

1.ზოგადი ნაწილი.
1. ფული, როგორც გადახდის საშუალება, ფულის ნიშნები ;
2. ნაღდ ფულთან მუშაობის ზოგადი პრინციპები ;
3. ფულის ნიშნების ნამდვილობის დადგენის საშუალება - მსოფლიოში აპრობირებული ფულის დამცავი მექანიზმების მიმოხილვა;
4. ყალბი ფული და მისი გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების წესები;
5. ყალბი ფულის ამოცნობის მექანიზმები.

2. საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტები და მონეტები.
2.1 მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის ბანკნოტები და მონეტები;
2.2 დამცავი ნიშნები სხვადასხვა ემისიის ლარის ბანკნოტებზე;
2.3 მიმოქცევაში არსებული მონეტები, საიუბილეო მონეტები, მათი დამცავი ნიშნები ;
2.4 საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მიღება – გამოცვლის წესები.

3. უცხოური ვალუტა.
3.1 აშშ დოლარი – ძველი და ახალი ემისიის დოლარების განმასხვავებელი ნიშნები, დამცავი მექანიზმები, ყალბი დოლარების სახეობების განხილვა წლების მიხედვით ;
3.2 სუპერ ყალბი დოლარები – მიმოხილვა, ინსტრუქციები და მათი გამოყენებით ამოცნობის ტექნიკის შესწავლა;
3.3 ევროს ბანკნოტები და ევროცენტები – დამცავი ნიშნები, ყალბი ევროს ბანკნოტებისა და მინეტების სახეობები, ამოცნობის მექანიზმები;

4. სალაროს ოპერაციები - ნორმატიული ბაზა.
4.1.კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების ზოგადი პრინციპები ;
4.2 ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება – გაცემა ;
4.3 ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება ბანკომატების მეშვეობით ;
4.4 ნაღდ ფულიანი ჩანთების გადათვლა, ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესები ;
4.5 დღის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების აღრიცხვა, საბუთების დამუშავება; ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა ;
4.6 ფასეულობის რევიზია.

სწავლების ხანგრძლივობა – 5 დღე; დღეში 2საათი; ფულადი ნიშნები – თეორია და პრაქტიკა – 3 დღე, ნორმატიული ბაზის შესწავლა – 1 დღე, ტესტირება – 1 დღე.E
გამოყენების სფერო: კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაწესებულებები, მსხვილი სავაჭრო ობიექტები
(სუპერმარკეტები) სამორინეები, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტები, სალაროს მუშაკები
საწარმოებსა და ორგანიზაციებში.
პოზიცია- მოლარე, მოლარე ოპერატორი, ოპერატორი
სწავლების ღირებულება – 100 ლარი.
სწავლება წარმოებს: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი 2,

 

2

სწავლებას უძღვება :
ქ-ნი ზეინაბ საათაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი, ფულადი ნიშნების და ძვირფასი ლითონების ექსპერტი (1995 – 2008 წ.წ) გავლილი აქვს პროფესიული კვალიფიკაცია: ჩეხეთის ცენტრალური ბანკი, საფრანგეთის ფულის მბეჭდავი კომპანია `შარლ – ობერტური~, პარიზის ზარაფხანა, ჰოლანდიის ფულის მბეჭდავი კომპანია `ნშდ~. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია. უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვის პროცესებში. ამჟამად- „თბილმიკროკრედიტის“ ფულისა და ფასეულობის მენეჯერი.