სასწავლო პროგრამა - ლომბარდებში ფასეულობათა (ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების)
მიმღები- მოლარისთვის.
ზოგადი ნაწილი
ლომბარდის მცნება, მისი საქმიანობის არსი და მნიშვნელობა.
1.საქართველოს კანონმდებლობა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლითაც რეგულირდება ლომბარდების საქმიანობა (ზოგადი წარმოდგენა კანონმდებლობის ძირითადი საკითხებისა და პრინციპების შესახებ).ძვირფასი ლითონები, როგორც სალომბარდო სესხების ძირითადი გარანტორი (ოქრო, ვერცხლი) მათი შენადნობები.
2. ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული საიუველირო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობები.
2.1.1. ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა (ოქრო და ვერცხლი) სინჯი, მისი არსი და მნიშვნელობა. სინჯთა სისტემები (მეტრული, კარატული, ზოლოტნიკის) და მათი გამოყენების არეალი.
2.1.2. ძვირფასი ლითონების, ნაკეთობებზე სინჯის აღმნიშვნელი დამღები; დამღთა სისტემები საქართველოში: სსრ კავშირის დროს, შემდგომ პერიოდში და დღეს. ევროპის ქვეყნების დამღებისა და სასინჯი სისტემის მიმოხილვა.
2.2. ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაწარმის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით (ბეჭედი, საყურე, ძეწკვი, ბარსლეტი, გულსაბნევი, მედალიონი, რელიგიული ატრიბუტიკის მატარებელი სამკაულები, ორდენები, მედლები ძვირფასი ლითონების ჯართი და ნარჩენები, ტექნიკური დანიშნულების ძვირფასი ლითონები, სტომატოლოგიური ოქრო).
3. ძვირფასი ლითონების ნაკეთობების სინჯის განსაზღვრა.
3.1. სინჯის დადგენის არადესტრუქციული მეთოდი სასინჯი ქვის, ეტალონისა და ქიმიური რეაქტივების საშუალებით.
3.2 სინჯის დადგენის დესტრუქციული მეთოდი ნაკეთობებზე ქიმიური ანალიზის საშუალებით (ზოგადი წარმოდგენა).
3.3.სინჯისდადგენის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდები სპექტომეტრების გამოყენებით (ზოგადი წარმოდგენა).
3.4. ნაკეთობაში შემავალი ქვებისა და საათის კორპუსების წონის გათვლის ტექნიკა და პრაქტიკული ნაწილი.
4. ფალსიფიცირებული ნაკეთობების ამოცნობის მეთოდები.
4.1. ხვედრითი წონის მეთოდი; ხვედრითი წონის არსი, მისი განსაზღვრის საშუალებები.
4.2. ყალბი და ფალსიფიცირებული საიუველირო ნაკეთობების ამოცნობის ტექნიკური მეთოდები და საშუალებები.
4.3.ღრუსხეულიან (`დუტი~) ნაკეთობებზე ფალსიფიკაციის დადგენის დესტრუქციული საშუალებები.
4.4. დამოუკიდებლად სინჯის დადგენა სასინჯი ქვის, ეტალონური ნემსისა და ქიმიური რეაქტივის გამოყენებით.
4.5.პრაქტიკული მეცადინეობა – ფალსიფიცირებულ ნაკეთობებზე ხვედრითი წონის განსაზღვრა.
5. საქართველოში ლომბარდების სისტემა და მისი მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები:
5.1. ლომბარდის საფასო სტრატეგიის განსაზღვრა;
5.2. ფასეულობათა შეფასების კრიტერიუმები და მეთოდები;
5.3. კრედიტების გაცემის ორგანიზება.
5.4. სალაროს ოპერაციების სამუშაო პროცედურები და უნარ - ჩვევები.
6 .ფასეულობის მიღება, შენახვა და გაცემა.
6.1. ძირითადი პრინციპები ძვირფასი ლითონების ნაკეთობების მიღებისას; სინჯის და წონის დადგენა, ნაკეთობის დახასიათება (კლასიფიკაცია) ჯგუფის მიხედვით; ნაკეთობაზე არსებული დეფექტის აღწერა, ნაკეთობაში არსებული ქვების აღწერა და მითითება.
6.2. ძვირფასი ქვების (ბრილიანტის) დიაგნოსტიკა: 6.2.1 ბრილიანტის მცნება-"მრილიანტური თლილი" ანუ "სრული თლილი"; 6.2.2.ბრილიანტის რაობის დადგენა მაღალი მგრძნობიარობის ტესტერის გამოყენებით და რაოდენობის(ზომების მიხედვით) განსაზღვრა; 6.2.3.ბრილიანტის წონის(მასის) განსაზღვრის ტექნიკა; 6.2.4.ბრილიანტის მახასიათებლების ფერისა და სიწმინდის(სისუფთავე) დადგენის ტექნიკა; 6.2.5.ბრილიანტის შეფასება და გასაცემი სესხის ოდენობის განსაზღვრა.
6.3. დასაგირავებელი ფასეულობების შფუთვა;
6.4. დასაგირავებელი ფასეულობის მახასიათებებლიდან გამომდინარე გასაცემი სესხის ოდენობის განსაზღვრა ლომბარდის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი ნიხრიდან გამომდინარე (შეფასება).
6.5. შესაბამისი ჩანაწერების განხორციელება და სესხის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
6.6. ფასეულობის შენახვა
6.7. ფასეულობის გაცემა.
6.8. მიმღების მატერიალურ – ტექნიკური აღჭურვილობა :
სწავლების ხანგრძლივობა – 5 დღე; დღეში 2 საათი; თეორიული ნაწილი – 3 დღე, პრაქტიკული მეცადინეობა – 1 დღე, ტესტირება – 1 დღე.E
გამოყენების სფერო : ლომბარდები, კომერციული ბანკები,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საიუველირო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები
სწავლების ღირებულება - 100 ლარი, ღირებულებაში შედის: სასწავლი მასალა (კონსპექტი) და სერტიფიკატი.