ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით საქმიანობაში მონაწილე პირთა უფლებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის საზოგადოება
წარმოადგენს არასამთავრობო საზოგადოებრივ გაერთიანებას იურიდიული სტატუსით "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“, რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს 2004 წლის 1 ივნისიდან.
დასახული მიზნების მისაღწევად, " საზოგადოება":
- ლობირებს და იცავს იმ მეწარმეების კანონიერ უფლებებს და ინტერესებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გადამუშავებასთან, გამოყენებასთან და მოხმარებასთან;
- ახორციელებს მონიტორინგს ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით სამეწარმეო საქმიანობის სფეროში არსებულ ან წამოჭრილ ყველა პრობლემატიკურ საკიტხებზე, მათ შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეწარმეთა უფლებების დარღვევის ფაქტებს,რაზედაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ოპერატიულ რეაგირებას;
- იღწვის მომხმარებლის და მეწარმეთა დაახლოებისა და მათი უფლებების დაცვისთვის ქართული ოქრომჭედლობის ტრადიციების აღორძინებისთვის, საიუველირო ნაკეთობებით კეთილსინდისიერი ვაჭრობის დამკვიდრებისთვის, ძვირფას ლითონებთან დაკავშირებულ საქმიანობაში საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.
- ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, სწავლებას ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან საქმიანობის პროგრამებთან დაკავშირებით, თანამედროვე ტექნოლოგიების, კანონმდებლობის სიახლეების, ფასწარმოქმნის, ფასეულობათა იდენტიფიკაციის, შეფასებისა და სხვა თემებზე.
- აწყობს გამოფენებს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ნაწარმის დამამზადებელი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით.
- აყალიბებს საკონსულტაციო ორგანოს, თანამშრომლობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათთან ერთად ახორციელებს მიზნობრივ პროექტებს.