მსოფლიო ბაზრის 1გრ. ოქროს ფასი
188.00 GEO
მსოფლიო ბაზრის 1გრ. ვერცხლის ფასი
2.50 GEO
ოქრო
სინჯი ფასი
999 188.50 GEO
900 - 916 170.00 GEO 173.00 GEO
958 181.00 GEO
750 141.50 GEO
583 - 585 110.00 GEO
500 94,00 GEO
375 71.00 GEO
ვერცხლი
სინჯი ფასი
999 2.35 GEO
960 2.25 GEO
925 2.15 GEO
875 1.95 GEO
830 1.90 GEO
   
   

   
ძვირფასი ლითონების კონტროლი,თუ ბაზრის თვითრეგულირება

იყო კონტროლი .......... და აღარ არის კონტროლი .........


მას შემდეგ რაც კაცობრიობამ ხელი მიჰყო ძვირფასი ლითონების (ოქრო, ვერცხლი) მოპოვებასა და მათგან სამკაულების დამზადებას, შესაბამისად დაწესდა საოქრომჭედლო ნაწარმზე სახელმწიფოებრივი კონტროლი. პირველი ასეთი ორგანო შეიქმნა IV – საუკუნეში ბიზანტიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში საქართველოში ყოფილა ანალოგიური წესი, რაზედაც მოწმობსM ვერცხლის ჭურჭელზე გაკეთებული წარწერები, რომლებიც მიანიშნებენ ნივთის დამამზადებელის და შემდგომ მნაწერში აღინიშნება - `ვერცხლი მისხალი 10~ ან 20~ და ა.შ. რაც ნიშნავს მათ წონას. სამწუხაროა, რომ ქართველ ისტორიკოსთა მიერ არ არის შესწავლილი სასინჯი ზედამხედველობის როლი ქართველი ოქროჭედურობის განვითარების საქმეში.

 

ბიზანტიიდან ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობათა დადამღვის წესი გავრცელდა ევროპაში, კერძოდ VIII – საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთსა და გერმანიაში, 1300 წელს იგი შემოღებული იქნა ინგლისში, ხოლო 1700 წელს რუსეთში პეტრე პირველის მიერ.

 

ცარიზმის დროს 1804 წელს თბილისში გახსნილი იქნა `ტიფლისკაია პრობირნაია პალატკა~, მისი პირველი ხელმძღვანელის ვინმე `მიხაეილის~ მეთაურობით,Fრომელიც ემსახურებოდა მთელს სამხრეთY კავკასიას : საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და დაღესტანს. გასაბჭოების შემდგომ სასინჯი კონტროლის სამსახურები დაარსდა თბილისში (სამოქმედო ზონა იყო – საქართველო, დაღესტანის არ, სტავროპოლის მხარე, ქ.სოჭი) ბაქოსა და ერევანში. აღნიშნული სამსახურები სხვა დროს შედიოდნენ შინსახკომის და მრეწველობის სამინისტროებში, 1951 წლიდან ისინი გადავიდნენ სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს განკარგულებაში სწორედ ამ პერიოდიდან ძალაში შევიდა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღები, რომლის აბრევიტურაც გახლდათ ხუთქიმიანი ვარსკლავი და მასში ჩახატული ნამგალი და ურო. ასეთი დამღებით იდამღებოდა ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადეული ყველა საიუველირო ნაკეთობა საქართველოშიც, 1997 წლამდე.

 

როდესაც დაიშალა სსრ კავშირი და მათ შორის საქართველო გახდა დამოუკიდებელი მაშინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ იმჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა გურამ აბსანძემ მიიღო `ჭკვიანური~ გადაწყვეტილება და 1991 წლის ოქტომბერში გააუქმა სასინჯი ზედამხედველობის სამსახური, რითაც ერთობ რთულ ვითარებაში ჩააგდო იმჟამად მოქმედი თბილისის საიუველირო ქარხანა, რომლის ყოველწლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ მანეთს შეადგენდა და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში (მაშინ საიუველირო პროდუქცია იბეგრებოდა როგორც ჩვეულებრივი გადასახადებით, აგრეთვე აქციზით რომელიც ღირებულების 30% - იყო) კერძოდ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე არ ესმებოდა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღები და ამის გამო პროდუქციის რეალიზაცია შეჩერდა, ვინაიდან კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნაკეთობა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების გარეშე ვერ მოხვდებოდა სარეალიზაციოდ ვერც ერთ საიუველირო მაღაზიაში.

 

მაგრამ მდგომარეობა მალევე გამოსწორდა და 1992 წლის თებერვლიდან, იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრის ბატონი ფარნაოზ ანანიაშვილის უშუალო ძალისხმევით, აღსდგა სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია, მისი დათხოვილი ყველა თანამშრომელი დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს და ამოისუნთქა როგორც თბილისის საიუველირო ქარხანამ აგრეთვე ყველა ოქრომჭედელმაც, რომლებიც სხვადასხვა სალონებში ქმნიდნენ ქართული ოქროჭედურობის პროდუქციას.

 

სასინჯი ზედამხედველობის ინსტიტუტმა საქართველოში იარსება 2005 წლამდე, ამ 13 წლის განმავლობაში : ძვირფას ლითონებთან მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებით, საქმიანობები მოექცა ერთიან საკანონმდებლო სივრცეში, რითაც დარეგულირდა ამ მიზნით დაკავებულ პირთა უფლება – მოვალეობები და პასუხისმგებლობა ; შეიქმნა სამართლებრივი საფუძვლები მწარმოებლის, რეალიზატორისა და მომხმარებლის ინტერესებს დაცვის მიმართულებით. ყველაფერი ეს რეგულირდებოდა პარლამენტის მიერ მიღებული 4 კანონისა და 8-ზე მეტი კანონქვემდებარე აქტებით. Aამავე პერიოდში შეიქმნა და დაარსდა ქუთაისისა და ბათუმის სასინჯ ზედამხედველობის სამსახურები. ხოლო 1997 წლიდან ამოქმედდა სინჯის აღმნიშვნელი ეროვნული სახელმწიფო დამღები – ბორჯღალოს გამოსახულებით. ყველაფერი გეგმაზომიერად ვითარდებოდა, საქართველომ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა შეასრულა და დადგა დღის წესრიგში საკითხი `ძვირფასი ლითონების კონტროლისა და მარკირების~ საერთაშორისო კონვენცია~-ში, ე.წ. `ვენის კონვენცია~, გასაწევრიანებლად.

 

აქ იმის შესახებ თუ რა არის `ვენის~ კონვენცია და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას : აღნიშნული კონვენცია შეიქმნა 1972 წელს ქ.ვენაში, იგი მიზნად ისახავს ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის კონტროლის სისტემას, რომელიც ერთიანია ყველა წევრი ქვეყნისთვის ამასთან მნიშვნელოვნად გამკაცრებულია და სრულყოფილად ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს ; ხელს უწყობს გარანტირებული საიუველირო ნაწარმის წარმოებას და მის შეუფერხებელ გადაადგილებას (მიმოქცევას) კონვენციის წევრი ქვეყნების ბაზარზე ; მაქსიმალურად იცავს მომხმარებლის ინტერესებს ყოველგვარი ფალსიფიკაციისგან. კონვენციის შტაბბინა განთავსებულია ქ.ციურიხში, მისი წევრების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილი #1-ში. კონვენციის წევრობისას სასინჯი პროცედურა შემდეგია : ნაკეთობა სავალდებულო წესით ისინჯება კონვენციის მიერ უფლებამოსილ სასინჯ სამსახურში, თუ იგი დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მაშინ ამ ნაწარმზე ხდება შემდეგი მარკირებები :

მწარმოებლის (დამამზადებლის) დამღის ანაბეჭდი, მის მარჯვნივ (შუაში) კონვენციის სინჯის აღმნიშვნელი დამღის ანაბეჭდი და ბოლოს იმ სახელმწიფოს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი, რომლის სასინჯმა სამსახურმაც ჩაატარა ტესტირება ამ ნაწარმზე ; ა.ი ასეთი წესით დადამღული ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული საიუველირო ნაკეთობები ყოველგვარი შეზღუდვის, დამატებითი საკონტროლო და სხვა საბაჟო პროცედურების გარეშე შეუძლია შეიტანოს მეწარმემ კონვენციის წევრი ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე; თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ საქართველო ოდითგანვე გამოირჩეოდა ოქრომჭედლობის მაღალი კულტურით (მაღალი სინატიფით გამორჩეული სამკაულების დამზადება ჩვენი წინაპრებისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-4 საუკინიდან) და ქართველ ოსტატებს ჰყოფნით შესრულების მაღალი (ეს მათ გენეტიკურად მოსდგამთ) კულტურა, ჩნდენება შანსი ეროვნულმა ოქროჭედურობამ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპის ბაზარზე. აღარ გავამახვილებ იმაზე ყურადღებას, თუ რა ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი ექნება საიუველირო ნაკეთობების ექსპორტს ევროპის მიმართულებით.

 

მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, ეს ასეა : მეწარმემ Oოქროსგან შექმნა რაღაც ნაკეთობა ქ.წნორში, ჩამოიტანა ის თბილისში და გაატარა სასინჯ კონტროლზე, ამ ნაკეთობამ დააკმაყოფილა სტანდარტული მოთხოვნები და იგი დაიდამღა კონვენციის დამღით, მეწარმემ ამის შემდგომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე წაიღო თავისი პროდუქცია სარეალიზაციოდ ლონდონში. ყველაფერი ეს ძალზე მარტივად მოხდა.

 

ახლა განვინხილოთ დღევანდელი ფაქტიური ვითარება როგორია : 2005 წლის 1 იანვრიდან ჩვენმა `ვარდოსნებმა~ ნოღაიდელის თაოსნობით გამოსცეს საქართველოს კანონი `ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის და დადამღვის შესახებ~ კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, რითაც ყველა ის რაც ზემოთ მოგახსენეთ ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყარეს. ახლა მეწარმე თავისუფალია, არც ნაკეთობის სინჯის დაცვას ავალდებულებს ვინმე მას და არც მის წარდგენას სასინჯ კონტროლზე, ყველაფერი თავისუფალია და ნებაყოფლობითი, რამდენი სინჯისგანაც გინდა დაამზადე ნაკეთობა და გაყიდე სადაც გინდა. Kკი ბატონო იგივე მარშრუტით ვნახოთ რა ელის მეწარმეს, რომელმაც წნორში დაამზადა ნაკეთობა და უნდა მისი რეალიზაცია ლონდონში: პირველი - საქართველოს საბაჟოზე მას მოსთხოვენ წარმომავლობის სერტიფიკატს, შემდგომ სინჯის შესახებ საექსპორტო დასკვნას (საჭირო გახდება ნაკეთობებზე სინჯის განსაზღვრა), ამის შემდგომ ინგლისელი მებაჟეები ეტყვიან შენ ვის დაკარგვიხარ ეს პროდუქცია ჩვენს ლაბორატორიაში ხელახლა უნდა გადამოწმდესო; ამის შემდგომ რათა იგი მოხვდეს ლონდონის რომელიმე მაღაზიის დახლზე იგი სავალდებულო წესით (ეს წესი გარდა საქართველოსი ყველა ქვეყნებში მოქმედებს) უნდა დაიდამღოს ინგლისის სასინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით - აიQ ასეთი რთული, შრომატევადი, ხანგძლივი (დროში გაწელილი) და რაც მთავარია მნიშვნელოვნად ხარჯიანი გზა უნდა გაიაროს ნაკეთობამ წნორიდან ლონდონამდე. Aამიტომაც თუ გადახედავთ იმპორტ – ექსპორტის ბალანსს, ამ სეგმენტზე ( ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული საიუველირო ნაწარმი), ნახავთ რომ ექსპორტია - `0~, ხოლო იმპორტი რამდენიც გინდა – ჩვენთან ხომ ეს ბაზარი თვითრეგულირებადია.

 

მიღებული ფაქტიური შედეგი ასეთია : ბაზარზე მომძლავრებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს სტანდარტი, ან რაიმე საკანონმდებლო ნორმა, რითაც რეგლამენტირებული იქნებოდა ძვირფასი ლითონების შენადნობათა შემადგენლობები და შესაბამისი ნორმატიული სინჯები, შედეგად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თანაბარ პირობებში შეიძლება გაიყიდოს, როგორც 585 სინჯის აგრეთვე 579, 555 და ა.შ ნებისმიერი შემადგენლობის ოქროს ნაწარმი. მომხმარებელთა ინტერესები პრაქტიკულად დაუცველია, ვინაიდან არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებაზე, რაც წესით კანონი უნდა კრძალავდეს და არეგულირებდეს, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანას არ გააჩნია.

 

Gგანმარტება ძვირფასი ლითონების სასინჯი კონტროლის თაობაზე : ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმში ძვირფასი ლითონის რაობის, სინჯის და ნაკეთობის წონის დადგენა, რომლის საბოლოო შედეგია დადამღვა სინჯის აღმნიშვნელი დამღით (ავტორი).]

 

 

სასინჯი კონტროლის სისტემები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ძვირფას ლითონებზე კონტროლის (სასინჯი კონტროლის) სისტემები ინსტიტუციური მოწყობის სახით და ქვექნის ისტორიული მენტალობიდან გამომდინარე განსხვავდებიან ერთმანეთისგან ორი ძირითადი პრინციპით : პირველი, როდესაც სახელმწიფოში ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნაწარმი ექვემდებარება სავალდებულო სასინჯ კონტროლს და მეორე, როდესაც ამ ნაწარმის დადამღვა არ არის სავალდებულო და მეწარმისთვის იგი ნებაყოფლობითია ; გარდა ამ ორი მთავარი პრინციპული განსხვავებისა არის ასე ვთქვათ სასინჯი სისტემის შინაარსობრივი, ინსტიტუციური მოწყობის სამი განმასხვავებული მოდელი : ერთი – როდესაც სასინჯი სისტემა მთლიანად ექვემდებარება და იმართება სახელმწიფოს მიერ, მეორე – როდესაც სასინჯი სისტემა არ იმართება სახელმწიფოს მიერ, და სასინჯ კონტროლს ახორციელებენ დამოუკიდებელი საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული სასინჯი სამსახურები, და მესამე - ერთგვარი შერეული სისტემა, როდესაც სასინჯი სამსახურები წარმოადგენენ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ხოლო სახელმწიფო გარკვეული დოზით მონაწილეობს მათ მართვასა და კონტროლში (ცხრილი #1).

 

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანას კანონმდებლობით რეგლამენტირებული აქვს ძვირფასი ლითონების შენადნობთა ხარისხი ე.წ. სინჯი, რომელიც გამოხატავს ძვირფასი ლითონის წონითი ერთეულის რაოდენობას შენადნობის ათასეულ წონით ერთეულში (ცხრილი #2). Eეს იმას ნიშნავს, რომ ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნებისმიერი საიუველირო ნაკეთობა, მიუხედავად იმისა დამზადებულია ადგილზე თუ იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, უნდა აკმაყოფილებდეს ამ ქვეყანაში მოქმედ (დაკანონებულ) რომელიმე სინჯს ; წინააღმდეგ შემთხვევაში მისი რეალიზაცია ამ ქვეყნის ბაზარზე ყოვლად დაუშვბებელია და ასეთი ქმედება კანონმდებლობით დასჯადია. აღნიშნული შეზღუდევები არ ეხება იმ ნაკეთობებს, რომლებიც დადამღულია `კონვენციის~ სინჯის აღმნიშვნელი დამღით.

 

როგორც ცხრილიდან ჩანს ევროპის უმეტეს ქვეყნებში ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის წარდგენა სასინჯ კონტროლზე და მისი დადამღვა სინჯის აღმნიშვნელი დამღით სავალდებულოა მეწარმისთვის; ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანებში აკრძლულია იმ საიუველირო ნაკეთობის რეალიზაცია, რომელსაც სათანადო სასინჯი კონტროლი არ გაუვლია ქვეყანაში მოქმედ სასინჯი ზედამხედველობის სამსახურში და არ არის დადამღული ამ ქვეყანაში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი დამღით, მიუხედავად იმისა ეს ნაკეთობა დამზადებულია ადგილზე თუ იმპორტირებულია სხვა ქვეყნებიდან. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სავალდებულო სასინჯი კონტროლის მოთხოვნა და ნაკეთობის დადმღვა ქვეყანაში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი დამღით არ ეხება იმ პროდუქციას, რომელიც დადამღულია `კონვენციის~ სინჯის აღმნიშვნელი დამღით.

 

რამოდენიმე ქვეყანაში, მაგალითად გერმანია და იტალია ნაწარმის დადამღვა არ არის სავალდებულო, იგი ნებაყოფლობითია; ე.ი. მეწარმეს შეუძლია ნაწარმი არ წარადგინოს სასინჯ კონტროლზე ამ თუ იმ ოფისში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სრული უფლება აქვს რა სინჯის და შენადნობის შემადგენლობის ნაკეთობაც მოესურვება ის დაამზადოს და გაყიდოს; არავითარ შემთხვევაში – იგი ვალდებულია დაამზადოს ან იმპორტირება მოახდინოს მხოლოდ ისეთი ნაკეთობის, რომელიც თავისი სინჯით პასუხობს კანონმდებლობითY დადგენილ რომელიმე სინჯს და დამზადებულია იგი იმ შემადგენლობის შენადნობით, რომელიც ამ ქვეყნის სტანდარტებითაა რეგლამენტირებული.

 

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ძვირფას ლითონებზე დადგენილ სინჯს თან ახლავს სტანდარტით ნორმირებული და დაკანონებული დასაშვები ზღვრები (ცხრილი #2), რომელიც მიუთითებს, რომ ამა თუ იმ შენადნობში ოქროს შემცველობა (სინჯი) არ შეიძლება ამ დასაშვებ ზღვარზე ნაკლები იყოს. მოცემული ცხრილიდან ნათლად ჩანს თუ რაოდენ გამკაცრებულია@ ეს მოთხოვნები ევროპაში, კერძოდ : `კონვენციიდან~ დაწყებული დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთში, დანიაში, ბალტიისპირა ქვეყნებში და ირლანდიაში ოქროს გამოყენებით დამზადებულ საიუველირო ნაკეთობებში. ოქროს სინჯზე დაშვებული ზღვარია `000~, რაც იმას ნიშნავს რომ ამ პროდუქციაში დაუშვებელია შენადნობში ოქროს შემცველობა იყოს დადგენილ სინჯზე ნაკლები, მაგალითისთვის – თუ ოქროს ნაკეთობა დადმღულია 585 სინჯით და იგი იწონის 10 გრამს, ე.ი ამ ნაკეთობაში ქიმიურად სუფთა ოქროს შემვველობა არის 5,85 გრამი; აქ დასაშვებია ოქროს შემცველობა იყოს აღნიშნულზე მეტი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს 5,85 გრამზე ნაკლები დანარჩენ სხვა ქვეყნებშიც გარდა გერმანიისა, რუსეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, პოლონეთში და პორტუგალიაში დასაშვები ზღვრები ძალზე ვიწრო დიაპაზონებში 001 _ 003 სინჯებში მერყეობს, რაც არანაირ მცირედ სხვაობასაც კი არ იძლევა. იგივე მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ზღვრებში 10 გრამიან 585 სინჯის ნაკეთობაში ქიმიურად სუფთა ოქროს შემცველობა იქნებოდა 5,84 – 5,82 გრამის ფარგლებში, მაგრამ არა ნაკლებ 5,82 გრამის

 

აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა ევროოპაში და არა მარტო ევროპაში, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, გარანტირებული პროდუქციის დამზადებას, მის ტესტირებას, სინჯზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოთა გამართულ მუშაობას და ა.შ.

 

საქართველოში კი ყველაფერი ეს თვითდინებაზეა მიშვებული, სახელმწიფოს მხრიდან კი არგუმენტაცია ასეთია – ბაზარი თვითონ თვითრეგულირების პრინციპით დაარეგულირებს ამას და არავითარი სახელმწიფო – პოლიტიკური ნება ამ საკითხს არ სჭირდება.

 

გამოდის, რომ ყველაფერი ეს რაც მოგახსენეთ ძალზე მარტივად შეიძლება თურმე გადაწყდეს და ეს ევროპელები სულ ტყუიალად ირჯებიან, როდესაც ასე ამკაცრებენ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, ტყუილად ამუშავებენ სასინჯი კონტროლის ოფისებს და კვლევით ინსტიტუტებს ძვირფასი ლითონების კონტროლის მეთოლოგიისა და ტექნიკურ – ტექნოლოგიური პროცედურების გაუმჯობესების მიზნით.

 

მაშ რისთვის მიისწრაფიან ეს ქვეყნები `ძვირფასი ლითონების კონტროლისა და მარკირების საერთაშორისო კონვენციაში გაწევრიანებისთვის? ან საქართველო, როგორ მიისწრაფის ევროპაში ინტეგრაციისათვის?

 

Mმიხეილ ბეგიაშვილი

 

ძვირფას ლითონებთან ძვირფას ქვებთან

და ნაწარმთან დაკავშირებით საქმიანობაში

მონაწილე პირთა უფლებებზე სამოქალაქო

ზედამხედველობის საზოგადოების გამგეობის

თავმჯდომარე